ედგარს რინკევიჩსი - რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევის დახმარების პროცესში
ედგარს რინკევიჩსი - რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევის დახმარების პროცესში

რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომის საწარმოებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევისთვის დახმარების გაწევაში, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ერთიანობა უკრაინის დასახმარებლად საკმაოდ ძლიერია, მაგრამ პრობლემები, როგორც წესი, დაკავშირებულია გადაწყვეტილებების აღსრულების სიჩქარესთან. მაგალითად, როგორც ედგარს რინკევიჩსი ამბობს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ხშირად უფრო ნელია, ვიდრე ცვლილებები ფრონტზე.

რინკევიჩსის თქმით, ამჟამად გაცილებით დიდი შეშფოთება იმდენად არ არის გამოწვეული ფრონტზე არსებული ვითარებით, რამდენადაც რუსეთის თავდასხმებით სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ედგარს რინკევიჩსმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ ლატვიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში და სხვა ფორმატებში მოითხოვა დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად, რათა დაეხმაროს ქვეყანას ინფრასტრუქტურის აღდგენაში, ასევე, კიევს დაეხმაროს ზამთარში.