ედგარს რინკევიჩსი - გულთბილი მილოცვა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც რინკევიჩსი აღნიშნავს, ადასტურებს ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი.
„გულთბილი მილოცვები ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. საქართველო როდესაც გზაჯვარედინზე დგას, მე ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი, რომელიც ხალხმა აირჩია. გადაწყვეტილების დროა“, – წერს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ X-ში.