ედგარს რინკევიჩი - ისტორიული გადაწყვეტილება, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა ევროპის შეუცვლელი ნაწილებია, ისინი იმსახურებენ თავისუფალ და დემოკრატიულ ერად ცხოვრებას
ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება ისტორიულია.
„მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპის შეუცვლელი ნაწილებია. ისინი იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ ერად ცხოვრებას და მშვიდობიანად. ვამაყობ ევროკავშირით ამაღამ“, – აღნიშნავს ედგარს რინკევიჩი.
ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.