ედგარას იანკაუსკასი - მჯერა, საქართველოსა და სომხეთთან მოგება შეგვიძლია
ედგარას იანკაუსკასი - მჯერა, საქართველოსა და სომხეთთან მოგება შეგვიძლია

24 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები ლიტვას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაუპირისპირდებიან, დასწრება კი უფასოა.

ლიტველები საქართველოს შემდეგ სომხეთს შეხვდებიან. ბალტიისპირელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა თბილისში გამომგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა და მომავალ მატჩებზე ილაპარაკა.

„წელს ფედერაციამ 12 მატჩი დაგვიგეგმა. დიდი ხანია, ლიტვის ნაკრებს ამდენი მატჩი არ ჩაუტარებია. ეს ერთა ლიგისთვის მომზადების საუკეთესო საშუალება იქნება. საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები სათამაშო სტილით ერთმანეთს ჰგვანან – ორივეს ტექნიკური ფეხბურთი უყვარს და მათი თამაში ინდივიდუალურ ქმედებებზეა დამყარებული. ამ მატჩებში ვნახავთ, რა გველის შემოდგომაზე. თუმცა გულწრფელად მჯერა, რომ ორივე მათგანთან მოგება შეგვიძლია“, – ამბობს იანკაუსკასი.

საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.