საქართველოს ჯგუფში ფინეთმაც მოიგო
საქართველოს ჯგუფში ფინეთმაც მოიგო

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ლიტვის ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. 61-ე წუთზე ანგარიში კაან კაირინენმა გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე ურო ნისილას გოლით დაფიქსირდა.

ამ მოგებით ფინელებმა ფარერის კუნძულებს გაასწრეს და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

დღეს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გია ცეცაძის გაწვრთნილებმა გუნდის კაპიტნის, ლუკა ზარანდიას გოლით ფარერებს 1:0 მოუგეს.

მესამე შესარჩევი ციკლის ცხრილი ასე გამოიყურება:

თ მ ფ წ ბ ქ
დანია 5 4 0 1 20:5 12
პოლონეთი 5 3 2 0 13:6 11
საქართველო 6 2 1 3 7:13 7
ფინეთი 5 1 3 1 8:11 6
ფარერები 6 1 2 3 6:11 5
ლიტვა 5 1 0 4 3:11 3

შემდეგი შეხვედრები 27 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრები გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დანიას უმასპინძლებს, ხოლო პოლონეთი ლუბლინში ლიტვას მიიღებს.