ებრაელთა მსოფლიო კონგრესი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს [ვიდეო]
ებრაელთა მსოფლიო კონგრესი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეროგოლს აქვეყნებს.
„კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მოთავსებული საქართველო ხვალ მნიშვნელოვან თარიღს – საქართველოს რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავს. ამავე დროს, მშვენიერი საქართველო აღნიშნავს ებრაელთა ცხოვრების 26 საუკუნეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო!“ – ნათქვამია ებრაელთა მსოფლიო კონგრესის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში მოთხრობილია საქართველოში ებრაელთა ცხოვრების ისტორია.