ბინებისა და სახლების გაქირავების პლატფორმა „ეარბიენბის“ (Airbnb) დღეიდან 31 ენა დაემატა, მათ შორის ქართული. ვებგვერდი ამიერიდან 62 ენაზეა ხელმისაწვდომი.
„62 ენა ნიშნავს, რომ „ეარბიენბის“ პლატფორმის მშობლიურ ენაზე გამოყენება ამიერიდან ოთხ მილიარდზე მეტ მომხმარებელს შეეძლება მთელ მსოფლიოში. ახალი ენების დამატებით ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტ მასპინძელს მივცეთ შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, ხოლო სტუმრებმა შეძლონ ადგილობრივი, ორიგინალური და უნიკალური სამოგზაურო შთაბეჭდილების მიღება“, – აღნიშნულია ოფიციალურ პრესრელიზში, რომელიც ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა.