ე.წ. საბურთალოს კლასტერის კონტაქტებთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ
ე.წ. საბურთალოს კლასტერის კონტაქტებთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ

ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევის ფარგლებში, რამდენიმე ადამიანს საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ისინი იმ კორპუსის მიმდებარედ ცხოვრობენ, სადაც ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მოქალაქეები ყვებიან, რამდენიმე პირმა საკარანტინო სივრცეებში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ გადასვლის სურვილი თავად გამოთქვა, რადგან როგორც გაირკვა, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი მათ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა.

ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ასევე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

ოფიციალური კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.