ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსისგან უკვე შვიდი ადამიანი გამოჯანმრთელდა
ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსისგან უკვე შვიდი ადამიანი გამოჯანმრთელდა

ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან ახალი კორონავირუსისგან უკვე შვიდი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დღეს ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გამოჯანმრთელებული ოთხივე პაციენტი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა, ასევე გამოჯანმრთელდა ერთი არასრულწლოვანიც, რომელიც ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა.

გარდა ამისა, გამოჯანმრთელებულია 55 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც აღნიშნული კლასტერის პირველი შემთხვევა იყო და მისი შვილი.

სულ ე.წ. ქობულეთის კლასტერს „კოვიდ-19-“ით ინფიცირების 35 შემთხვევა უკავშირდება, გამოჯანმრთელდა შვიდი და დაიღუპა ერთი პაციენტი.

საერთო ჯამში, აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსისგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კლინიკა „მედალფაში“ 33 ინფიცირებული რჩება.