ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელი თემურ გულია - აფხაზეთის პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის
ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელი თემურ გულია - აფხაზეთის პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის

აფხაზეთის პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის, – ამის შესახებ რუსულ გამოცემა TASS-ს ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელმა, თემურ გულიამ განუცხადა.

„პრეზიდენტი საღამომდე თუ არ გადადგება, საკოორდინაციო საბჭოსგან შევქმნით დროებით მთავრობას, მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოხელეს მუშაობისკენ, უზრუნველვყოფთ სამუშაო პირობებს და გავაკონტროლებთ საჯარო მმართველობის პროცესს“, – ამბობს გულია.

გულიამ ასევე განაცხადა, რომ „ოპოზიცია აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიისგან მაქსიმალურ ობიექტურობას ითხოვს“.

„ახლა ისინი სრულიად მიკერძოებულები არიან, ხაზს უსვამენ ერთ მხარეს – ხელისუფლების მხარეს და ჩვენ ვართ კონსტიტუციის დამრღვევები, ექსტრემისტები, მალე ხალხის მტრები გვერქმევა“, – განაცხადა „ვეტერანთა ორგანიზაციის“ თავმჯდომარემ.