ე.წ. კუკუშკას რელსებიდან გადასვლის ფაქტზე შსს-მა გამოძიება დაიწყო
ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით ე.წ. კუკუშკას რელსებიდან გადასვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მატარებელი, მატარებელი რელსებიდან გადავიდა, მოძრაობა აღდგენილია.
ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.