ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით, ე.წ. კუკუშკას რელსებიდან გადავარდნის ადგილას მოძრაობა აღდგენილია

13:25, 17.02.2018

ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით, სადაც მატარებელი, ე.წ. კუკუშკა რელსებიდან გადავიდა, მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, საქართველოს რკინიგზამ მგზავრების ნაწილის სურვილისამებრ, დანიშნულების ადგილამდე  ტრანსპორტირება უზრუნველყო.

„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თითოეულ მგზავრს სრულად დაუბრუნდა სამგზავრო ბილეთში გადახდილი თანხა. ადგილზე შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია“, – განაცხადეს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა. 

შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

მსგავსი