თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები საცხოვრებელ კორპუსებშიც შექმნა [ვიდეო]
დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ძლიერმა წვიმამ პრობლემები საცხოვრებელ კორპუსებშიც შექმნა.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ ინფორმაციას და ვიდეომასალას, რომ წყალმა საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულებზე შეაღწია.
ასევე, ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წვიმამ ერთ-ერთი კორპუსის სახურავი დააზიანა.