ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
სოფელ დიდივანის საჯარო სკოლას ქარმა სახურავი გადახადა. ქარმა დააზიანა კერძო საცხოვრებელი სახლებიც.
ჩოხატაურის მერიის წარმომადგენლები ამ წუთებში იმყოფებიან სოფლებში – ბასილეთში, დიდივანში, გუთურსა და ბუკნარში.
„გამოდარებისთანავე მოხდება სკოლის სახურავის შეკეთება, მუნიციპალიტეტი ასევე შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას, ვგულისხმობ გადაუდებელ შემთხვევებს. მოხდება ზარალის აღწერა. ჩვენ კომუნიკაციაში ვიქნებით საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.