ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

12:45, 10.05.2021

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

სოფელ დიდივანის საჯარო სკოლას ქარმა სახურავი გადახადა. ქარმა დააზიანა კერძო საცხოვრებელი სახლებიც.

ჩოხატაურის მერიის წარმომადგენლები ამ წუთებში იმყოფებიან სოფლებში – ბასილეთში, დიდივანში, გუთურსა და ბუკნარში.

„გამოდარებისთანავე მოხდება სკოლის სახურავის შეკეთება, მუნიციპალიტეტი ასევე შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას, ვგულისხმობ გადაუდებელ შემთხვევებს. მოხდება ზარალის აღწერა. ჩვენ კომუნიკაციაში ვიქნებით საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

მსგავსი