ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.
მოგლეჯილია ხეები. დაზიანებულია რამდენიმე სახლის სახურავი, ასევე ეზოებში არსებული სათავსო ნაგებობები.
ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგილებზე ახორციელებს დაზიანებული სახლების დათვალიერებას.
მისი თქმით, დაზარალებული ოჯახების დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მყისიერად მოხდება.