ძლიერმა ქარმა იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 60 სახლს სახურავი გადახადა და 25 ხე მოგლიჯა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პრობლემები შექმნა. რეგიონიდან უწყებაში 210 შეტყობინება შევიდა.
ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს, წააქცია 25 ხე და დააზიანა ხუთი ავტომანქანა.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.
ძლიერი ქარის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან შემოსულია 57 შეტყობინება.
ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი გადახადა და დააზიანა ხეები“, – აცხადებენ უწყებაში.