ძლიერმა ქარმა იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 60 სახლს სახურავი გადახადა და 25 ხე მოგლიჯა
ძლიერმა ქარმა იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 60 სახლს სახურავი გადახადა და 25 ხე მოგლიჯა

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პრობლემები შექმნა. რეგიონიდან უწყებაში 210 შეტყობინება შევიდა.

ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს, წააქცია 25 ხე და დააზიანა ხუთი ავტომანქანა.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.

ძლიერი ქარის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან შემოსულია 57 შეტყობინება.

ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი გადახადა და დააზიანა ხეები“, – აცხადებენ უწყებაში.