ძლიერმა ქარმა გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ქართლის“ ყოფილ შენობას სახურავი გადახადა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
შენობაში ამ დროისთვის არავინ ცხოვრობს.