ძლიერმა ქარმა გორში ერთ-ერთ შენობას სახურავი გადახადა [ფოტო]

10:06, 09.02.2020

ძლიერმა ქარმა გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ქართლის“ ყოფილ შენობას სახურავი გადახადა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

შენობაში ამ დროისთვის არავინ ცხოვრობს.

მსგავსი