პოლონეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობის შედეგად დაიტბორა სახლები, ქუჩები, მთავარ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია
პოლონეთის რამდენიმე ქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები, ქუჩები, მთავარ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად პოლონეთის ცენტრალური და დასავლეთ რეგიონები დაზარალდა.
ყველაზე რთული ვითარებაა ქალაქ ოსტრუვ ველკოპოლსკიში, სადაც ქუჩები დაიტბორა. ქალაქ ვტურეკში საბავშვო ბაღიდან ბავშვებისა და პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო. ასევე, ქალაქ იაროცინში დაიტბორა მერიის შენობის ნაწილი, წყალდიდობის გამო გადაკეტილია რამდენიმე გზა.
მოსახლეობას მოუწოდეს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
მანამდე უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ავსტრიის დედაქალაქის, ვენის ქუჩები. წყალდიდობის შედეგად დაზარალდა ჩეხეთის დასავლეთი ნაწილიც.