საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
ამ დროისათვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ გურჯაანში, ყვარელში და სოფელ ველისციხეში.
დატბორილია გურჯაანში – 6, ყვარელში – 1, სოფელ ველისციხეში – 1 სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.