ძლიერი წვიმის შედეგად კახეთში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

00:00, 10.06.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.

ამ დროისათვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ გურჯაანში, ყვარელში და სოფელ ველისციხეში.

დატბორილია გურჯაანში – 6, ყვარელში – 1, სოფელ ველისციხეში – 1 სახლი​. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი