ვაშლიჯვარში, ძლიერი წვიმის გამო ჩამოშლილმა მიწამ ჯერ ეზოს კედელი, შემდეგ კი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი დააზიანა.
ადგილზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
სარაჯიშვილის #7-ში მცხოვრებ ოჯახს ქირით გადასვლა მოუწევს. კერძო სახლი საცხოვრებლად სახიფათოა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.