ძლიერი წვიმის გამო ვაშლიჯვარში კედელი ჩამოინგრა
ძლიერი წვიმის გამო ვაშლიჯვარში კედელი ჩამოინგრა

ვაშლიჯვარში, ძლიერი წვიმის გამო ჩამოშლილმა მიწამ ჯერ ეზოს კედელი, შემდეგ კი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი დააზიანა.

ადგილზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

სარაჯიშვილის #7-ში მცხოვრებ ოჯახს ქირით გადასვლა მოუწევს. კერძო სახლი საცხოვრებლად სახიფათოა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.