ძლიერი ქარის შედეგად, ჩაქვში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, დაშავდა ერთი ადამიანი
ძლიერი ქარის შედეგად, ჩაქვში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. დაშავდა სახლში მყოფი მამაკაცი.
სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ქობულეთში, სადაც ძლიერი ქარის შედეგად, ავტომობილს ხე დაეცა. დაიღუპა ავტომობილში მყოფი ადამიანი.
ძლიერმა ქარმა აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურაც დააზიანა. ნაწილობრივ ან მთლიანად გადახადა სახლებს სახურავი, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები.
აჭარის რეგიონში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შეტყობინებების შესაბამისად რეაგირებას ახდენენ.