უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი რეისი გაუქმდა, ხოლო ორი გადამისამართდა. ამის შესახებ პირველ არხს აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.
გაუქმდა SCAT Airlines-ის რეისი აქტაუ-თბილისი-აქტაუს მიმართულებით, ასევე, Turkish Airlines-ის რეისი სტამბოლი(გოგჩენი)-თბილისი.
ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად აქტაუში გადამისამართდა Air Astana-ს რეისი, რომელიც ალმათიდან ხორციელდებოდა და აშხაბადში გადამისამართდა China Southern Airlines-ის რეისი, რომელიც ურუმჩიდან მოფრინავდა.