უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები გადაიდო. დღეს საღამოს დაგეგმილი იყო ორი ავიარეისი კიევისა და სტამბოლის მიმართულებით, თუმცა ფრენები ვერ განხორციელდა.
მგზავრებმა რეგისტრაცია გაიარეს და თვითმფრინავებშიც ჩასხდნენ, თუმცა გამოუცხადეს, რომ რეისები ვერ შესრულდებოდა.
აეროპორტში რეისების გადადების მიზეზად ძლიერს ქარს ასახელებენ და ამბობენ, რომ რეისები ხვალ შესრულდება. მგზავრთა ნაწილი უკვე სასტუმროებში გადაჰყავთ.