ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.
მისი თქმით, ქარმა ხე მოგლიჯა და მიმავალ ავტომობილს დაეცა, რის შედეგად მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
,,ლანჩხუთში კვლავ ძლიერი ქარია. გვაქვს ძალიან ცუდი შემთხვევა. სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, კერძოდ, სოფელ ლესაში მოძრავ ავტომანქანას ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ავტომობილი ბათუმი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა“, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.