ძიუდოისტთა ნაკრების პირველი გამარჯვება ევროპულ თამაშებზე [ვიდეო] #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ძიუდოს გუნდურ ასპრეზობაში საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მერვედფინალში ქართველებმა ხორვატები მარტივად – 4:1 დაამარცხეს.

ტურნირზე წარმატებულად იჭიდავეს სოფიო სომხიშვილმა (+70), ლაშა ბექურმა (-90) და გურამ თუშიშვილმა (+90), ხოლო ეთერ ლიპარტელიანის (-57) მეტოქე არ გამოცხადდა.

შეჯიბრის პირველ შეხვედრაში საკუთარი დაპირისპირება ეთერ ასკილაშვილმა (-70) დათმო.

მესამე ევროპული თამაშების მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდი იქნება. ​

საქართველოს ნაკრები ევროპულ თამაშებზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).