ძიუდო - თუშიშვილის პირველი გამარჯვება | მინსკი 2019
ძიუდო - თუშიშვილის პირველი გამარჯვება | მინსკი 2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა პირველი გამარჯვება რუმინელ სპორტსმენთან მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გურამი ვაზარით აგებდა, რის შემდეგაც ძალები მოიკრიბა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

დღეს, 24 ივნისს, ძიუდოისტებისთვის დასკვნით დღეს, სამი ქართველი – ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.