ძიუდო | საბა ინანეიშვილი პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | საბა ინანეიშვილი პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი – გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100 კგ.) ასპარეზობდა, რომელთაგანაც წარმატებულად მხოლოდ ორი მათგანი გამოდის​.

ინანეიშვილმა ტურნირზე სამი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს. გრანდ სლემზე გამოსვლას აგრძელებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილიც, იგი მერვედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.