ძიუდო | ინანეიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, სომხიშვილი ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით დღეს მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველი მერვედფინალში გასასვლელად ლეგენდარულ ჩეხ ძიუდოისტს, ლუკაშ კრპალეკს შეხვდება.

ტურნირზე პირველ დაპირისპირებაში დამარცხდა სოფიო სომხიშვილი (+78) და შეჯიბრს გამოეთიშა. გურამ თუშიშვილი მსოფლიო პირველობაზე პირველ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

24 მაისს მსოფლიო პირველობაზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.