ძიუდო I გურამ თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია, საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

გურამ თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მძიმეწონოსანთა ფინალში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი უშანგი კოკაური ულამაზესი გდებით, იპონით დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.

შეჯიბრებაზე ცოტა ხნის წინ ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოიპოვა. მთლიანობაში, დასრულებულ თბილისის გრანდ სლმეზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ლაშა ბექაური (90 კგ) გახდნენ. ჩვენმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.