ძიუდო | ბაბუციძე და დემეტრაშვილი ანტალიის გრანდ სლემის მერვედფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
ძიუდო | ბაბუციძე და დემეტრაშვილი ანტალიის გრანდ სლემის მერვედფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით გამოვიდა, რომელთაგან ორი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ტურნირზე ორი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში იჭიდავებს 20 წლის ლუკა ბაბუციძე. შეჯიბრების ამავე სტადიაზე იასპარეზებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილიც.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი თურქეთის ტურნირზე ჯერჯერობით უმედლოდაა. 2023 წელს ანტალიის გარნდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი სპორტსმენით იასპარეზა, თუმცა შეჯიბრება მედლის გარეშე დაასრულა.