ძიუდო | თუშიშვილი ფინალშია, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, ბექაური და ჯაფარიძე მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგან სამი ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ტურნირის ფინალში იჭიდავებს მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი. ქართველმა მძიმეწონოსანმა ნახევარფინალში რამდენიმე წამში შებოჭვით ყაზახი ყაზიბაიევი დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება. ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს საბა ინანეშვილი (+100კგ).

თბილისის გრანდ სლემზე მერვედფინალური დაპირისპირებები მარტივად მოიგეს ლაშა ბექაურმა (90) და მიხეილ ჯაფარიძემ (100) – ორივე ქართველი მეოთხედფინალში იჭიდავებს.

შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.