ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს სამი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს სამი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებიდან სამი ძიუდოისტი იჭიდავებს – მედლების მოსაპოვებლად გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +100) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ​იბრძოლებენ. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

24 მაისს მსოფლიო პირველობაზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.