ძიუდო | ინანეიშვილი და დემეტრაშვილი პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | ინანეიშვილი და დემეტრაშვილი პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე – 100 კგ), საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100 კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში ორი მათგანი იჭიდავებს – ინანეიშვილმა რეპეჟაში გერმანელი კონე დაამარცხა და მესამე ადგილისთვის იაპონელ ნაკანოს შეხვდება, დემეტრაშვილმა კი ყაზახ კაზიბაიევს სძლია და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ იუსუპოვს დაუპირისპირდება.

გრანდ სლემის ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 3 თებერვალს გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ) მოიპოვა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.