ძიუდო | ქართული გუნდების შემადგენლობები ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია #1TVSPORT
ძიუდო | ქართული გუნდების შემადგენლობები ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია #1TVSPORT

26 ნოემბერს გორი ძიუდოს წლის მთავარ საკლუბო ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს. შეჯიბრს შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა ერქმევა.

ტურნირზე ევროპის საუკეთესო 15 კლუბი იასპარეზებს როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის. ჩემპიონთა ლიგაზე გამომსვლელი მამაკაცთა რვა კლუბიდან სამი — ქართული, ორი — ფრანგული, თითო-თითო სერბული, ესპანური და ბერძნული კლუბები იქნებიან. „გოლდენ გორი“, „მებრძოლი“ და „არეა“ —  ჩვენი სამივე კლუბი უმაღლესი სინჯის მედლებისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ „გოლდენ გორი“ შარშანდელი გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია, მათ ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „მებრძოლი“ დაამარცხეს.

ქართული კლუბების შემადგენლობები ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია. ასპარეზობები ხუთ წონით კატეგორიაში — -66, -73, -81, -90,+90კგ-ში გაიმართება.

„გოლდენ გორი“ — ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ვლადიმირ ახალკაცი (81კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე ( 90) და გელა ზაალიშვილი (+90).

„მებრძოლი” — გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (66), გიორგი ჩიხელიძე (73), ფრიდონ გიგანი, ტატო გრიგალაშვილი (81), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან გუგავა, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური (90), ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ონისე სანებლიძე (+90).

„არეა” — თენგო ზირაქაშვილი, გიორგი სარდალაშვილი (66), გიორგი ტერაშვილი, ვახტანგ პავლიაშვილი (73), გიორგი შერაზადიშვილი (81), სოსო ებილაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (90), საბა ინანეიშვილი, შალვა გურეშიძე (+90).

გორში, ტურნირზე ფრანგული კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ვიხალავთ ლეგენდარულ ძიუდოისტს, ტედი რინერს. მის გუნდში ტიტულოვანი სპორტსმენები: დენის ვიერუ, მანუელ ლომბარდო და დავლათ ბობონოვი ჭიდაობენ.

26 ნოემბერს საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ძიუდოს ბევრი სხვა ვარსკვლავიც გამოვა. ესპანურ კლუბ „სტაბიაში” ჭიდაობს მსოფლიო პირველობის ორგზის გამარჯვებული, ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი. ასევე ესპანურ კლუბ „ვალენსიაში” ვიხილავთ მსოფლიოს ჩემპიონს, დარია ბილოდიდსაც. ბევრი ცნობილი და ტიტულოვანი ძიუდოისტითაა დაკომპლექტებული სერბული კლუბი „რედ სტარიც” (ორუჯოვიმოლაიმაჟდოვირახიმოვი).

ტურნირი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება, შეჯიბრი 10:00-ზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასო იქნება.