პარიზში დღეს ძიუდოში ჩემპიონთა ლიგა გაიმართება #1TVSPORT
პარიზში დღეს ძიუდოში ჩემპიონთა ლიგა გაიმართება #1TVSPORT

პარიზში დღეს ევროპის მთავარი საკლუბო შეჯიბრება – ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა აიღებს სტარტს, რომელშიც კონტინენტის საუკეთესო კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირზე ორ ქართულ კლუბს ვიხილავთ – „გოლდენ გორი“ და „მებრძოლი“.

„გოლდენ გორს“ პირველ შეხვედრაში საბერძნეთის „არისი“ დაუპირისპირდება. „მებრძოლის“ მეტოქე კი გერმანული „აბენსბერგი“ იქნება.

შეჯიბრება თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყება.