ძიუდო | „გოლდენ გორი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
ძიუდო | „გოლდენ გორი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

პარიზში დღეს ევროპის მთავარმა საკლუბო შეჯიბრებამ, ძიუდოს ჩემპიონთა ლიგამ აიღო სტარტი, რომელშიც კონტინენტის საუკეთესო კლუბები იღებენ მონაწილეობას.

ტურნირზე ორი ქართული კლუბი ასპარეზობს – „გოლდენ გორი“ და „მებრძოლი“.

„გოლდენ გორმა“ მეოთხედფინალში ბერძნული „თესალონიკი“ დაამარცხა (3-2) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. „გოლდენ გორის“ შემადგენლობაში გამარჯვებები ლაშა შავდათუაშვილმა, ვლადიმერ ახალკაცმა და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს.

„მებრძოლი თბილისი“ კი „აბენსბერგთან“ 2-3 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლებს.