ძიუდო | „გოლდენ გორი“ ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა #1TVSPORT
ძიუდო | „გოლდენ გორი“ ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა #1TVSPORT

პარიზში დღეს ევროპის მთავარი საკლუბო შეჯიბრება, ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა გაიმართა, რომელშიც კონტინენტის საუკეთესო კლუბები იღებდნენ მონაწილეობას.

გორის კლუბი „გოლდენ გორი“ პარიზში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთთან დაპირისპირება ქართულ კლუბებს „გოლდენ გორს“ და თბილისის „მებრძოლს“ მოუწიათ. გამარჯვება გორულ კლუბს დარჩა.

„გოლდენ გორის“ შემადგენლობიდან „მებრძოლი თბილისის“ წინააღმდეგ თავისი შეხვედრები მოიგეს ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ. ვლადიმერ ახალკაცი დამარცხდა, გელა ზაალიშვილმა კი ტრავმის გამო ვერ შეძლო დასრულება.

„მებრძოლი თბილისის“ შემადგენლობა: ბაგრატ ნინიაშვილი, ფრიდონ გიგანი, ტატო გრიგალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი.