ძიუდო | ლიპარტელიანი და სომხიშვილი ტაშკენტის გრანდ სლემის მეოთხედფინალში გავიდნენ, ზაალიშვილი ბრძოლას რეპეჟაშიდან განაგრძობს [ვიდეო] #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ხუთი ძიუდოისტი ასპარეზობს, რომელთაგანაც ორი ტურნირს უკვე გამოეთიშა. ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს. ქართველმა პირველ დაპირისპირებაში შებოჭვით ბრაზილიელ გონსალვეშს სძლია. ამავე წონაში პირველ ეტაპზე იაპონელ უეოკასთან დამარცხდა ონისე სანებლიძე და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.
ასევე ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა ტურნირს უშანგი მარგიანიც (90 კგ). ქართველი მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი კი ერთი გამარჯვების შემდეგ კუბელ ენდი გრანდასთან დამარცხდა და გარნდ სლემზე ბრინაჯოსთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან განაგრძობს.
ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ერთმა ძიუდოისტმა, სოფიო სომხიშვილმა (+78) პირველი დაპირისპირება ჩინელ ჩანგთან მოიგო და ნახევარფინალში გასასვლელად იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.