ძიუდო | გიორგი ბენდელიანმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ორი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ. გიორგი ბენდელიანი (81 კგ) ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში თურქ ემირ სელიმ არისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ირაკლი ქავთარაშვილი (73 კგ) კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართველი – ნანა დოლიაშვილი (63 კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ფესტივალის ძიუდოს ტურნირზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს მედალი იყო – შოთა ბაჩოშვილი (50 კგ), მერაბ სამადაშვილი (55 კგ) და მათე გველესიანი (66 კგ) შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ.
ხვალ, 28 ივლისს, მარიბორში ერთეულთა ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:
ჭაბუკები:
90 კგ – საბა გველესიანი
+90 კგ – შოთიკო გოჩიაშვილი
გოგონები:
70 კგ – ლიზი ქვარცხავა
+70 კგ – ნინო პაპიძე