ძიუდო | დვალაშვილმა ტატალაშვილი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
ძიუდო | დვალაშვილმა ტატალაშვილი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

აბუ დაბის გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) მეოთხედფინალში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა და ნახევარფინალში იასპარეზებს.

დასაწყისში ტატალაშვილი ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წამით ადრე მას მსაჯებმა მესამე გაფრთხილება მისცეს და გამარჯვება დვალაშვილს მიანიჭეს.

ამავე წონით კატეგორიაში ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართველი, დიმიტრი გოჩილაიძე გავიდა.

დღეს ტურნირზე კიდევ ორი ქართველი ასპარეზობდა – გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) და გიორგი ტერაშვილი (73 კგ) მერვედფინალში დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.