ძიუდო | ინანეიშვილი და ჯაბნიაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | ინანეიშვილი და ჯაბნიაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს საქართველოს ნაკრების ექვსი წევრი – გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე (90 კგ), მიხეილ ჯაფარიძე, ონისე სანებლიძე (100 კგ), საბა ინანეიშვილი და უჩა ტაბატაძე (ორივე +100 კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში ჯაბნიაშვილსა და ინანეიშვილს ვიხილავთ.

ორივე ქართველი ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭადავებს. შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის გრანდ სლემის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალია, ოქროს მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) გახდა.

2022 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) გახდნენ, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი – ბრინჯაოსი.