21-დან 30 ივნისის ჩათვლით მინსკი 2019 წლის ევროპულ თამაშებს მასპინძლობს.
დღეს, 23ივნისს, ევროპულ თამაშებზე ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს: ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ლუკა მაისურაძე (81კგ) მედლებისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძიუდოს ტურნირის პირველ დღეს, ოთხმა ქართველმა იასპარეზა და ოთხივემ მედლის აღება შეძლო. ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, ამიტომ თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი. დღეს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათიდან დაიწყება.