ძიუდო | ბუდაპეშტის მასტერსზე ვერც ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | ბუდაპეშტის მასტერსზე ვერც ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებს #1TVSPORT

4-6 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 59 ქვეყნის 421 ძიუდოისტი მიიღებს.

საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ბოლო მომენტში ბექა ღვინიაშვილიც (90 კგ) გამოაკლდა, იგი შეჯიბრებაზე რეგისტრირებულ სპორტსმენებს შორის აღარ არის. მანამდე მასტერსზე ჩვენი გუნდიდან ორი ძლიერი ძიუდოისტი – ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ჩაეხსნა.

ნაკრების ამ სამი წევრის გარდა, უნგრეთში არ იჭიდავებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე, რომელსაც ტრიუმფის შემდეგ არცერთ შეჯიბრებაში არ მიუღია მონაწილეობა.

ბუდაპეშტის მასტერსზე 14 ქართველი ძიუდოისტი გამოვა (12 ვაჟი და 2 ქალი).

მამაკაცები:

60 კგ | გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე

66 კგ | ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ | ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

81 კგ | ტატო გრიგალაშვილი

90 კგ | ლაშა ბექაური

100 კგ | ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე

+100 კგ | გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი

ქალები:

57 კგ | ეთერ ლიპარტელიანი

78 კგ | სოფიო სომხიშვილი

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.