ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია [ფოტო]
უზბეკეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძემ (105 კგ.) მწვრთნელების მიერ მიცემული ყველა დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა 163, 168, 171 კგ. წარმატებით დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
ჩხეიძემ აკვრაშიც შესანიშნავად იასპარეზა. ძალოსანმა სამიდან სამივე ცდა 201, 205, 211 წარმატებით დაასრულა და ატაცის მსგავსად აკვრაშიც ოქროს მედალს დაეუფლა.
ირაკლი ჩხეიძე 382 კგ-ით ორჭიდშის ჯამშიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველო სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. შეჯიბრის პირველ დღეს რევაზ დავითაძემ ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით ევროპის პირველობის შემდეგ გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზეც იზეიმა.