ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო ჩემპიონია
ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო ჩემპიონია

ირაკლი ჩხეიძემ ფიჯიში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

სუვაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძემ ატაცში 162.167 კგ. დაძლია და მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

გარდა ამისა, ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 199. 204 კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე ოქროს მედალი ერგო ორჭიდში დაგროვილი 371 კილოგრამით.